გიორგი კაკაურიძე - 2020-2021 წლებში თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდა არ იგეგმება

გიორგი კაკაურიძე - 2020-2021 წლებში თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდა არ იგეგმება

access_time2019-10-05 10:00:29

2020-21 წლებში თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდა არ იგეგმება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

გადაცემაში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პარამეტრები და პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტშია წარდგენილი. დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანი და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე დაინტერესდნენ, თამბაქოს იმპორტზე აქციის ზრდის გრძელვადიანი გრაფიკის შემუშავება რა ეტაპზეა.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ის აღნიშნულ პროცესში უშუალოდ ჩართული არ არის, თუმცა სავარაუდოდ არც 2020 და არც 2021 წელს აქციზის განაკვეთი არ გაიზრდება, რადგან ამის რესურსი არ არსებობს.

 

„სამუშაო ვერსია [თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდას გრძელვადიანი გრაფიკი] იმპორტიორებთან იყო გაგზავნილი. სამწუხაროდ, თავად არ ვარ ჩართული ამ პროცესებში. როგორც ვიცი, მათგან იყო გარკევული ინიციატივა, რომ კონკრეტული განაკვეთები ყოფილიყო შემოთავაზებული. სამუშაო ვერსია მათთანაც იყო გაგზავნილი იმის შესახებ, ჩვენ რას ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ვალდებულებების შესრულება რომელიც გვაქვს [ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში]. ამ ვალდებულებებს იმ პერიოდში ალბათ ვერ შევასრულებთ და უფრო გრძელვადიან პერიოდს მოვითხოვთ მათ შორის ევროკავშირთან, თუმცა საბოლოო ჯამში შეჯერებული პოზიციით იქნება. მაგრამ აქციზის მიმართულებით მომავალ წელს დამატებითი ზრდის რეალურ რესურსს ვერ ვხედავთ და ვფიქრობ, რომ არც 2020 და არც 2021 წელს დამატებითი ზრდა არ იქნება“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.



მისივე განცხადებით, მთავრობა ბიზნესს ჰპირდება, რომ მომავალ წელს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს არ მიიღებს, რაც კერძო სექტორისთვის სიურპირზი იქნება. იმ შემთხვევაში თუ, საკანონმდებლო ცვლილებები მაინც საჭირო გახდა, მთავრობა ბიზნესს სულ მცირე ექვსი თვით ადრე შეატყობინებს.

 

გადაცემაში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პარამეტრები და პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტშია წარდგენილი. გადაცემის თანაწამყვანმა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ აღნიშნეს, რომ  ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ბიზნესს დაჰპირდა, რომ მომავალ წელს სიურპრიზები აღარ იქნება, რაც მათი აზრით, ერთგვარი აღიარებაა, იმისა რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის პრობლემა გარკვეულწილად იყო.

 

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ გადაცემის სტუმარს ბოლო პერიოდში გატარებული რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება გაახსენა, რომელიც მთავრობამ ისე შემოიღო, რომ ეს ბიზნესისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ასეთ ცვლილებებს შორის კალანდაძემ ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმებაც დაასახელა, რომელიც მსხვილი ბიზნესისთვის გარკვეულ საგადასახადო შეღავათს გულისხმობდა და მისმა მოულოდნელმა გაუქმებამ ბიზნესს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

კაკაურიძე ბიზნესს ჰპირდება, რომ მომავალ წელს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნება, ხოლო თუ ამის საჭიროება მაინც დადგა, ბიზნესი ამის შესახებ სულ მცირე ექვსი თვით ადრე შეიტყობს.

 

„ვერ დავარქმევდი ყველას [საკანონმდებლო ცვლილებებს] შეცდომას. მათ შორის ე.წ. ოქროს სიის გაუქმება იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა გეთანხმებით, რომ კომუნიკაცია ბიზნესთან უფრო ინტენსიურად უნდა განხორციელდეს. ამაზე შესაბამისი დავალება ყველა სამინისტრომ მიიღო. ბიზნესს „ოქროს სიის“ გაუქმებამდე ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, რომ მომზადებულიყო, თუმცა ეს სიახლე ნამდვილად არ ყოფილა და ამაზე ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა. 2016 წლიდან იყო დაგეგმილი და არაერთ დოკუმენტში იყო ასახული. თუმცა საბოლოოდ გაუქმება 2019 წლის შუაში მოხდა. გაუქმება ვთვლი, რომ იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. გეთანხმებით იმაში, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია უფრო ადრე იყო საჭირო; დაახლოებით ექვსი თვით ადრე რომ დაწყებულიყო კომუნიკაცია, უფრო სწორი იქნებოდა. რაც შეეხება მომავალში ვფიქრობთ თუ არა სიურპრიზებს. ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი. ჩვენ ამ ბიუჯეტში რამე ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე გათვალისწინებული არ გვაქვს, რაც აქამდე არ ყოფილა გაჟღერებული და რასაც ბიზნესზე ზემოქმდება ექნება. ჩვენ 2020 წელს რამე საკანონმდებლო ცვლილებებს არ ვგეგმავთ, გარდა საგადასახდო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა, რომელიც ევროკავშირთან დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში ჰარმონიზების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა ეს უფრო ბიზნესისთვის ზოგიერთ პროცედურის გამარტივება იქნება და არანაირად განაკვეთების ზრდასა ან პროცედურების გართულებასთან არ იქნება კავშირში. სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს არ ვგეგმავთ და თუ რამეს დავგეგმავთ, აუცილებლად ბიზნესთან სულ მცირე ექვსთვიანი კომუნიკაცია იქნება“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.





„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს
access_time2020-08-12 12:00:17
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს...

იყიდის თუ არა რუსული „ინტერ რაო“ „თელასში“ დარჩენილ წილს - კომპანიის პასუხი

იყიდის თუ არა რუსული „ინტერ რაო“ „თელასში“ დარჩენილ წილს - კომპანიის პასუხი
access_time2020-08-12 16:10:36
საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. „ბიჯის ოდენობაა 50 000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის 10...


მსგავსი სიახლეები

up