გიორგი კაკაურიძე: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შტატგარეშე, ისე შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს

გიორგი კაკაურიძე: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შტატგარეშე, ისე შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს

access_time2018-10-12 17:51:19

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შტატგარეშე, ისე შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს, - ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა საპასუხოდ, რომელთა თქმითაც, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, რადგან ისინი სხვადასხვა უწყებაში შტატგარეშე თანამშრომლებად ნაწილდებიან.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ივლისში ამოქმედებულმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონმა, მკვეთრად განისაზღვრა ვინ უნდა ყოფილიყო შტატიანი და ვინ შტატგარეშე თანამშრომელი. შესაბამისად, 2017-2018 წლების ბიუჯეტებში სრულად აისახა ის ცვლილებები, რასაც მოითხოვდა აღნიშნული კანონი.


„რაიმე დიდი ცვლილება ჯამურ მოცულობებში ნამდვილად არ არის. მით უფრო, არაა საუბარი ათი ათასობით ადამიანზე. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ „საქონლისა და მომსახურების“ მუხლის დინამიკას - 2017 წელს დაიხარჯა მილიარდ 248 მლნ ლარი, 2018 წლის გეგმა არის მილიარდ 201 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია მილიარდ 193 მლნ ლარი. თუ „შრომის ანაზღაურების მუხლიდან“ ეს თანხები „საქონლისა და მომსახურების“ მუხლში გადავიტანეთ, მისი მოცულობა ლოგიკურად უნდა გაზრდილიყო, თუმცა თუ შეხედავთ რიცხვებს, დაახლოებით, 100 მლნ ლარამდე არის შემცირებული შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრები. თქვენთან ყოველთვიურად იგზავნება ხაზინის ანგარიში, სადაც დეტალურად, თვეების მიხედვით ჩანს თუ რომელ მუხლში, რა თანხაა დახარჯული, მათ შორის, „საქონელისა და მომსახურების“ ნაწილში. შესაბამისად, ნახავთ, რამდენად შეიცვალა 2017 წლის პირველი ივლისის შემდეგ როგორც შრომის ანაზღაურების, ისე შტატგარეშეთა ანაზღაურების ნაწილში თანხების გაცემა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აქ რადიკალური, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, ვინაიდან ნაწილი შტატგარეშე პოზიციიდან გადავიდა შტატში, ხოლო ნაწილი შტატიდან გადავიდა შტატგარეშე პოზიციაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.




როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგები. „განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, 2017-2018 წლებში 1000-მდე საშტატო ერთეული ვაკანტური დარჩა, ამავე დროს, მნიშვნელოვნად შეიზღუდა დანამატები და პრემიები, ასევე, მოხდა გარკვეული თანამდებობების გაუქმება. იმისათვის, რომ ამ თანამდებობებზე ახალი კადრების დანიშვნა არ მომხდარიყო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე აისახა განხორციელებული ოპტიმიზაცის შეეგები და აღნიშნული საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.











გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up