გიორგი ისაკაძემ ილიაუნი დატოვა

გიორგი ისაკაძემ ილიაუნი დატოვა

access_time2019-02-10 21:20:35

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალ Forbes-ის მთავარი რედაქტორი და „ბიზნესმედია ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბიზნესის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი აღარ არის.

შესაბამისი განცხადებით მან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის თებერვლის თვის დასაწყისში მიმართა, რაც ილიაუნის რექტორის 2 თებერვლის შესაბამისი ბრძანებით დაკმაყოფილდა.
ისაკაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ილიაუნის ბიზნეს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეკონომისტი გიორგი პაპავა სოციალურ ქსელში 4 თებერვალს წერს:

1. ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე მომდის მეილი (როგორც ასოცირებულ პროფესორს), საიდანაც ვარკვევ, რომ ბიზნესის სკოლა გახდა ერთ-ერთი მიმართულება ახალი ფაკულტეტის და რომ ხუთშაბათს დილით, 11 საათზე, ახალი ფაკულტეტის პროფესორების შეხვედრაა ჩანიშნული.

2. ხუთშაბათს მივდივარ აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც მიხსნიან თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება და განიხილავენ პირველივე საკითხად დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას.


3. ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე სიტყვას ითხოვს და აფიქსირებს თავის ძალზედ კრიტიკულ შეფასებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

4. შემდეგ მეც ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ სრულიად მიუღებელია აღნიშნული ცვლილებების ფორმაც და შინაარსიც. გიორგი და მე შეხვედრას ვტოვებთ.

5. პარასკევს 19:15-ზე მეილს ვიღებ კანცელარიიდან გათავისუფლებული ხართ, დაგვიდასტურეთ მეილის მიღებაო.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ისაკაძის გადაწყვეტილება უკავშირდება ილიას სახელმწიფო უნივირსიტეტის ბიზნეს სკოლაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ბიზნესის სკოლის ადგილმონაცვლედ ახალი - "მენეჯმენტის, ტექნოლოგიების და განათლების" ფაკულტეტი გახდა, რის საფუძველზეც პოზიციები დაატოვებინეს როგორც ბიზნესის სკოლის არჩეულ დეკანს გიორგი ქადაგიძეს, ასევე ამავე სკოლის ხარისხის სამსახურის უფროსს გიორგი პაპავას. უნივერსიტეტმა არაერთგზის განმარტა,რომ პაპავასა და ქადაგიძის პოზიციებიდან გათავისუფლება მხოლოდ რეორგანიზაციას უკავშირდება.


bm.ge





„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up