გიორგი გოდაბრელიძე: ბიზნესის მიმართ შერჩევითი მიდგომა, დააზარალებს, როგორც ბიუჯეტს, ისე კეთილსინდისიერ გადამხდელს და ბიზნეს გარემოს

გიორგი გოდაბრელიძე: ბიზნესის მიმართ შერჩევითი მიდგომა, დააზარალებს, როგორც ბიუჯეტს, ისე კეთილსინდისიერ გადამხდელს და ბიზნეს გარემოს

access_time2019-08-16 10:01:55

ქვეყნის წამყვანი ტელევიზიების მილიონობით დაგროვილი საგადასახადო დავალიანების საჯაროდ დასახელებამ, კეთილსინდისიერი გადამხდელების აღშფოთება გამოიწვია. როდესაც სხვა, შედარებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, თუნდაც რამდენიმეთეთრიანი დავალიანაბის გამო, სახელმწიფო მაშინვე ადებს ინკასოს და ხშირ შემთხვევაში მთლიანად ქონებას უყადაღებს, როგორ ახერხებენ ფინანსურად უფრო ძლიერი კომპანიები წლობით გადასახადებისგან თავის არიდებას. რა პრინციპით არჩევს და აყენებს სახელმწიფო პრივილეგირებულ მდგომარეობაში კონკრეტულ ბიზნესმენებს და რა არგუმენტები აქვს მთავრობას კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის.


სქემაში გარკვევის მიზნით „კომერსანტმა“ ფინანსთა მინისტრის ყოფილ მადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს მიმართა.


ვალის რესტრუქტურიზაცია,


ვალის აღიარება,


მოლაპარაკება, ვალის გადავადებაზე და დროის შემცირებაზე,


გრაფიკის გაწერა;


ეს და სხვა სახის შეთანხმება სახელმწიფოსთან შეიძლება გახდეს ვალის გარკვეული დროით გადავადების და არ გადახდის მიზეზი.



როგორც ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, კონკრეტულ ქეისს თავისი ისტორია აქვს და შორიდან შეფასება რთულია. თუმცა იგი ტელევიზიების შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეებთან კორუფციულ ან სხვა სახის დანაშაულებრივ გარიგებას, გამორიცხავს. მისი თქმით, ამ ყველაფერს უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს.



“ბევრნაირი ქეისი შეიძლება იყო, რამ გამოიწვია ეს დავალიანება, კონტრაქტის პირობები დაირღვა, მიმწოდებელმა არ მიაწოდა, რეკლამის გამთავსებელმა არ გადაიხადა, თუ რა მოხდა... სხვადასხვანაირი სიტუაციაა, რომელიც ბიზნესს შეუძლია ვალის არგადახდის საბაბად დაასახელოს, მგრამ არამგონია, რომ მთვარობის რომელიმე წარმომადგენელი რამდენიმე ასეული მილიონის გამო კორუფციულ შეთანხმებაზე წასულიყო, გიჟი უნდა იყო, რომ რუსთავი 2-ს ქრთამი გამოართვა, იმ იმედით რომ მერე ჩამოაწერ. როდესაც მილიონები გროვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ ჩამოაწერს, მაინც გადასახადია,“ - ამბობს გოდაბრელიძე.


თუმცა, მისთვის ყველაზე მეტად გაუგებარია მიდგომა - თუ სხვა არ იხდის, მე რატომ უნდა გადავიხადო, როგორც ეს ტვ „იმედის“ იურისტმა განაცხადა.


“ეს მიდგომა საერთოდ სისულელეა. ამ ლოგიკით, ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს შეუძლია თქვას, მეც არ გადავიხდი, სანამ არ გადაიხდის ის, ვინც არ იხდის და სადამდე მივა ასე ბიუჯეტი და საერთოდ სახელმწიფო. ეს არის ბიზნესისადმი შერჩევითი დამოკიდებულების მთავარი პრობლემა.  ბიზნესის მიმართ შერჩევითი მიდგომა, ფაქტობრივად დააზარალებს, როგორც ბიუჯეტს, ისე კეთილსინდისიერ გადამხდელს და ბიზნეს გარემოს. მივალთ იქამდე, რაც გავიარეთ უკვე, ყალბი აქტივების წარმოშობამდე, ვიღაცებისთვის სასათბურე პირობების შექმნამდე და ა.შ.. მე არ ვამტკიცებ, რომ ასე ხდება, თეორიულად ვსაუბრობთ. თუ მივედით იქამდე, რომ სხვა კომპანიები იძულებულები იქნებიან გაჩერდნენ, რადგან არაკონკურენტუნარიანები არიან, ბაზარზე ერთი დარჩება და მას ფასიც სხვა ექნება. მე ზოგადად, შეღავათების ძალიან წინააღმდეგი ვარ - ძველი ბერძნების ცნობილი ფრაზაა, გადასახადს და სიკვდილს ვერ გაექცევი“.


ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თვლის, რომ ბიზნესის კონკურენტულ გარემოს უნდა აკონტროლენდეს და არეგულირებდეს კონკურენციის სააგენტო და ნებისმიერ კეთილსინდისიერ გადამხდელს შეუძლია მიმართოს ხადურის უწყებას.


„მე მესმის ტვ. „კავკასიის“ გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის და მეტწილად ვეთანხმები. თუმცა, ვიღაც არ იხდიდა გადასახადს და მერე ჩამოეწერა, ამის გამო, მეც არ გადავიხდი, ეს მიდგომა არ არის სწორი. შენ იმიტომ კი არ იხდი, რომ სხვა იხდის, შენ იმიტომ იხდი რომ შენ გაქვს გადასახდელი, მაშინ ამ ლოგიკით საერთოდ დავანგრევთ ჩვენს ისედაც გაჭრვებულ ეკონომიკას.
შერჩევით მიდგომას, რაც შეეხება, ვინც თვლის, რომ არაკეთილსინდისიერ პირობებში ჩააყენა სახელმწიფომ, შეუძლია მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს პასუხები იმის შესახებ, თუ რა პრინციპით არ დააჯარიმა მისი კონკურენტი და რატომ ჩააყენა არაკონკურენტუნარიან გარემოში.
რისთვის არსებობს კონკურენციის სააგენტო, რომელიც ხანდახან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ბიზნესს დასდევს. ჯობია ამ პრობლემებს მიხედოს და რეალური საქმით დაკავდეს, ვიდრე იმით, რომ არკვიოს, რატომ გააძვირა ფასები ამათუიმ კომპანიამ, იმიტომ გააძვირა, რომ დოლარი გაძვირდა, მარტივია.“
 ასეთია გიორგი გოდაბრელიძის პოზიცია.


გოდაბრელიძის შეფასებით, სახელმწიფო იმისთვის არის, რომ დაეხლაროს ბიზნესს და კომპანიებს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს კონკრეტული ქეისის შესწავლით და სამართლიანად,


„ყოველთვის ცუდია, როცა ვიღაცას უკეთებ რაღაც შეღავათს, რაც არ ეკუთვნის. თუ ეკუთვნის, კიბატონო. თუ არ ეკუთვნის ჩაგრავ ამით სხვას და სახელმწიფოც კარგავს ფუნქციას და სახეს“.



ბაჩი ადამია

ნათია კეკენაძე






სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up