გიორგი გოცაძე - თუ რა შედეგს მოგვცემს ეპიდემიოლოგიურად შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ამ დასკვნების გაკეთებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება

გიორგი გოცაძე - თუ რა შედეგს მოგვცემს ეპიდემიოლოგიურად შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ამ დასკვნების გაკეთებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება

access_time2020-12-10 10:30:00

შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ მობილობის შემცირება აღნიშნება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სავაჭრო ცენტრები, სატრანსპორტო ჰაბები, თუ სხვა ლოკაციები; მობილობის საშუალო შემცირება ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანია და გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებლები თბილისში, რაც პოზიტივის მაჩვენებელია, ანუ მოსახლეობის მობილობა შემცირდა და ამან შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ეპიდემიის გავრცელებაზე, - ამის შესახებ ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ნაწილს, გიორგი გოცაძის შეფასებით, თითოეულ ინტერვენციას, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე, სჭირდება ორიდან სამ კვირამდე, რომ რეალური შედეგი აჩვენოს.

„თუ რა შედეგს მოგვცემს ეპიდემიოლოგიურად ეს შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ ნაადრევია. ამ დასკვნების გაკეთებაში კი კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება. შესაბამისად ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი 10 დღე, 2 კვირა, რომ დავაკვირდეთ, თუ რა შედეგს ვიღებთ ეპიდემიოლოგიური კუთხით. ვიცი, რომ მნიშვნელოვანი დატვირთვაა როგორც სასწრაფო დახმარებაზე, ისე ჰოსპიტალურ სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი უკვე დიდი ხანია დაძაბულობის პირზე მუშაობს და ეს არ ხდება მხოლოდ ბოლო დღეებში, ამიტომ უნდა დავინახოთ, ყველა ეს გატარებული ღონისძიება რ შედეგს მოგვცემს როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ჰოსპიტალური სექტორის კუთხით, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და ჩვენი ოჯახის წევრები“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ქცევაც, ვინაიდან დღეს სახეზეა ეპიდემიასთან გარკვეულწილად შეგუების ტენდენცია, რაც ცუდია.


„მართალია, გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ნიღაბს ატარებენ, სოციალური დისტანციას ინარჩუნებენ, ან ცდილობენ გადაცემა შეამცირონ, როგორც ქვეყანაში ასევე საკუთარ ოჯახში, მაგრამ ალბათ მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის. კიდევ მეტია საჭირო, საზოგადოების როლი უშუალოდ ამ დამყოლობის გაზრდაში და ქცევითი ნაწილის შეცვლაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ყოველივე ეს ალბათ გახდება იმის წინაპირობა, რომ ვიმსჯელოთ 24-ში შემსუბუქებების კუთხით. რისკები მაღალია და ამაზე მეტყველებს ყველა ის ქვეყანა, რომელსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, ძირითადად ჩრდილოეთის ნაწილში, სადაც ჩვენ ვხედავთ ეპიდემიის ზრდას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა სხვადასხვა სიმძიმის, სირთულის თუ სიხისტის შეზღუდვები გაატარეს. შესაბამისად, ჩვენს მსჯელობაში სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რათა დავაკვირდეთ მათ მიერ გატარებულ პოლიტიკურ თუ შემზღუდველ ღონისძიებებს მობილობის შესამცირებლად და ერთობლიობაში მიღებული შედეგებით გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up