გიორგი ღიბრაძე - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიური მუშაობის დღის წესრიგში, პრიორიტეტი ენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას

გიორგი ღიბრაძე - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიური მუშაობის დღის წესრიგში, პრიორიტეტი ენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას

access_time2021-04-13 15:00:00

ქვეყანაში, კონკრეტულ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პანდემიისგან მომდინარე სხვა შესაბამისი გამოწვევების საპასუხოდ, საბჭო იღებს თანმიმდევრულ, დაბალანსებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პერიოდულად ხდება შემდგომი რეგულაციების დაწესებასა თუ შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



გიორგი ღიბრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციის გამო, ხელისუფლება მოკლებულია ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიური მუშაობის დღის წესრიგში, პრიორიტეტი ენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას.



„დაწესებული რეგულაციები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თქვენთვის ცნობილია, რომ პერიოდულად იცვლებოდა. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე, ის საკარანტინე ვადა, რაც დღეს არის დაწესებული, 14 დღიდან 5 დღემდე შემცირდა.



გარდა აღნიშნულისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობის და მათი შუამდგომლობის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი, შშმ და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შექმნილია კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა.




სხვა, ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროების მქონე პირებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით, ასევე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აქვთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლის და უკან დაბრუნების შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.



უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის განცხადებით, პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, უმაღლეს დონეზე იქნა გაცხადებული, რომ საქართველოს მთავრობა მარტო არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ამ გამოწვევის პირისპირ, რაც დაუყოვნებლივ აისახა კონკრეტულ ქმედებებში.



„ვირუსისა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, აფხაზურ და ოსურ ენებზე მიმდინარეობდა ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ითარგმნა შესაბამისი მასალა და პროტოკოლები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის ონლაინ კონსულტაციების გაწევა და გამოცდილების გაზიარება კონტროლირებადი ტერიტორიიდან არსებული სამედიცინო დაწესებულებებისა და სპეციალისტების მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენი ხელშეწყობით, აფხაზეთს რამდენჯერმე ეწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ადგილზე ვითარების შეფასებისა და კონსულტაციების გაწევის მიზნით.



აფხაზეთის მიმართულებით ადგილზე ხდებოდა შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების უზრუნველყოფა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთების არაერთგზის შეტანის გზით. დღემდე მიმდინარეობს აფხაზეთიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.



საბჭო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ყველა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მოქმედი რეგულაციების გადახედვაზე, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up