ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მალე დადგეს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მაისში შეზღუდვების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ამისთვის აუცილებელია იმ რეგულაციების შესრულება, რაც განაპირობებს გავრცელების შემცირებას და სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ის იძულებითი ღონისძიებები, რაც შემოღებულია, შეამციროს.
„არავის თვითმიზანი ცხადია, არ არის რეგულაციების და შეზღუდვების არსებობა“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.