გიორგი გახარიამ შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერა

გიორგი გახარიამ შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერა

access_time2017-09-20 11:48:29

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი გრძელდება. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი გახარია ამჯერად შეხვედრებს შანხაიში მართავს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა მოინახულეს და მის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა ჩინეთში ყველაზე დიდია, სადაც როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური 30 ათასამდე კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ღვინის მწარმოებლებიც. გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი იმ გამოცდილების საქართველოსთვის გასაზიარებლად, რომელიც შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონას გააჩნია.

 

ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონა გვაქვს. ვიცით, რომ ჩინეთი თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონების განვითარებაში საუკეთესოა მსოფლიოში. ამ პავილიონებში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცალ ცალკე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართული კომპანიები და საქართველო აქ იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


 

მინისტრის თქმით, აღნიშნულ სავაჭრო ზონაში ქართული ღვინის, წყლის, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიული პროდუქციის მწარმოებლები ადგილობრივ მოსახლეობას ქართულ პროდუქტს გააცნობენ. „ეს არ იქნება მხოლოდ გაცნობა. ეს იქნება გაყიდვებზე მომუშავე არხები - ელექტრონული, ინტერნეტით, ადგილზე მოსვლით მსგავს დარბაზებში და ა.შ. ამიტომ, ძალიან სასარგებლო და შთამბეჭდავია ეს ყველაფერი თავისი მასშტაბურობით. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მოგვეწონა, იყო ის, რომ გამყიდველ და მყიდველ კომპანიებს შორის კავშირი ძალიან გამარტივებულია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ საქართველოში” - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up