გიორგი გახარიამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებად ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაასახელა

გიორგი გახარიამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებად ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაასახელა

access_time2021-01-21 12:40:00

მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით, ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.




„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა, პირველ რიგში, ესაა გლობალური პანდემია, რა თქმა უნდა ესაა გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარა პრიორიტეტები, ესაა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება აქ გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისთვის, რომ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი გახარიამ კიდევ ერთ ვიცე-პრემიერად დავით ზალკალიანი წარადგინა და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.



„გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც ასევე იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ეს არის ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ გავაკეთოთ და მზად ვიყოთ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა პასუხი იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად ასევე მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი დავით ზალკალიანი. მინდა, მოგილოცოთ და იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა დღეს ამ კრიზისის, ამხელა გამოწვევის პირობებში იყო საქართველოს მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო ვიცე-პრემიერი. დარწმუნებული ვარ თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული,“- განაცხადა პრემიერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up