გიორგი გახარიამ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან ეფექტურად გამკლავებისთვის ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილა

გიორგი გახარიამ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან ეფექტურად გამკლავებისთვის ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილა

access_time2020-03-23 19:03:07

კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორისა და მსხვილი დამსაქმებლების როლზე, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში.



საუბარი შეეხო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, მათ შორის ბიზნესის მხრიდან დასაქმებულთა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვას.



ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ ცალკეული რეგულაციების მოქმედების სფერო.




მსხვილი ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლებს საბანკო სექტორის მზაობის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სექტორი მომზადებულია მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ფინანსურ სექტორს შეუძლია, დაბალანსებულად უპასუხოს შექმნილ გამოწვევებს.



შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის მოქმედების მიუხედავად, ინფრასტრუქტურულ პროექტები არ შეფერხდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ამასთანავე დაიწყება ახალი მსხვილი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას.



პრემიერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ქვეყნის ეკონომიკას მისცემს საშუალებას, კრიზისის შემდგომ, განვითარების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს.



მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბიზნესი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა და ფულადი თუ მატერიალური რესურსებით მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს შექმნილი ვითარების დაძლევის პროცესში.



შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტური გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები.



შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი მონაწილეობდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...


მსგავსი სიახლეები

up