გიორგი გახარიამ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა გახსნა

გიორგი გახარიამ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა გახსნა

access_time2017-09-18 14:56:29

„მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში მონაწილეობით ვეცადეთ გადაგვედგა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა და ქართული ბიზნესი იყოს ინტეგრირებული ჩინურ კომპანიებთან, ჩინურ ეკონომიკასთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი პირდაპირ გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ბენეფიტები“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენის (China International Fair for Investment & Trade) გახსნის ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

 

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო. გამოფენაში 120 ქართული კომპანია მონაწილეობს. „ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ინვესტიციებს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წელს მნიშვნელოვან თარიღებს აღვნიშნავთ ჩინეთთან მიმართებაში - ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და მეორე: ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვართ წარმოდგენილი, როგორც მასპინძელი ქვეყანა და დღეს მოვაწერთ ხელს რამდენიმე მსხვილ კონტრაქტს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა.

 

გიორგი გახარიას შეფასებით, ჩინეთთან ვაჭრობის დინამიკა იზრდება და ჩინეთი გადმოდის უკვე პირველ ადგილებზე ექსპორტის ნაწილში. „სწორედ ასეთი გამოფენები უწყობს ხელს იმ პროცესს, რომ ჩვენმა მეწარმეებმა ძალიან მოკლე ვადაში დაამყარონ კონტაქტები და სწრაფად დაიწყონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება. დღეს სტენდზე, რომელიც სხვათაშორის ამ გამოფენაზე ყველაზე დიდი სტენდია, წარმოდგენილია 120 ქართული კომპანია სხვადასხვა სექტორებით - ესაა სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, მაღალი ტექნოლოგიები და ა.შ. სხვათაშორის, აქ წარმოდგენილნი არიან ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები, როგორიც არის GITA, საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სამინისტრო და ვფიქრობ, რომ ვაჭრობის მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტრანზიტი, მომსახურება, მსუბუქი მრეწველობა,სწრაფად განვითარდება“ - აღნიშნა მინისტრმა.


 

უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს იმართება, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი. გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გიორგი გახარიამ და ფუჯიანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა გახსნეს. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს. საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იქნება როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნეს კავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.

 

 

 



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up