გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო რიგაში გამართულ საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში

გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო რიგაში გამართულ საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში

access_time2017-03-18 10:00:00

რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომა გაიმართა. კომისიის ორდღიან სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი გახარია და ლატვიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი არვილს აშერადენსი თავმჯდომარეობდნენ. კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რამდენიმე უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, მათ შორის - საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და სხვა.

 

 

კომისიის ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ასევე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა - ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, განათლება და სხვა.

 

 

კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომების რეგულარულად ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლატვიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სახელმწიფო და კერძო სექტორის დონეზე.

 

 

,,მინდა, დადებითად შევაფასო ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობაში შედგა. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე დღის წესრიგი უწყებების მიხედვით, გაიმართა ძალზე საინტერესო საუბარი. შევადგინეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი ერთი წლის თანამშრომლობის გეგმა, პირველ რიგში, ეკონომიკის ჭრილში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

ბალტიისპირეთი, კონკრეტულად კი ლატვია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი საქართველოსთვის, საიდანაც ტურისტების რაოდენობა ტრადიციულად ყოველწლიურად იზრდება.


 

 

,,ბოლო ორი წლის განმავლობაში ლატვიიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 25-25 %-ით არის მომატებული. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას როგორც ლატვიის მთავრობასთან, ასევე ჩვენს აქტივობებს, მათ შორის მარკეტინგულ აქტივობებს, იმისთვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ ლატვიიდან‘', - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ლატვიის მხარესთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება. საქართველო-ლატვიის მთავრობათაშორისი ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

 


ლატვიის მხარის გამოცდილების გაზიარება ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, გააღრმავებს ურთიერთობებს შემდეგი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობის განვითარება, სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა და ა.შ.

 

 

ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. მათ შორის, ხაზი გაესვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების, მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების საშუალებით ევროკავშირის კვლევით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 

კომისიის ფარგლებში ქართულმა მხარემ ინტერესი გამოხატა, გააღრმაოს თანამშრომლობა და გაიზიაროს ლატვიის საუკეთესო გამოცდილება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში, მათ შორის: სპორტულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სპორტულ შეჯიბრებებზე ძალადობის გამოვლინებების აღმოფხვრის, დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის, მასობრივი სპორტის განვითარების, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის, განსაკუთრებით მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით.

 

 

სხდომის ბოლოს გიორგი გახარიამ და არვილს აშერადენსმა ხელი მოაწერეს საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომის ოქმს.

 

 

 

 



რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...


მსგავსი სიახლეები

up