გიორგი გახარიამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

გიორგი გახარიამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

access_time2020-09-29 23:00:00

საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების დამყარების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ამ კონტექსტში შავი ზღვის როლი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ევროკომისიაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საუბარი გლობალურ პანდემიაზე საუბრით დაიწყო. აღინიშნა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.



მთავრობის მეთაურმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.




გიორგი გახარიამ ჟოზეფ ბორელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, აგრეთვე იმ სირთულეებზე, რომელიც მოსახლეობას ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვისა და სრულფასოვანი განათლებისა თუ სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით ექმნება. აღინიშნა ევროკავშირის როლი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მკაფიო პოზიციებისა და მკვეთრი შეფასებების დაფიქსირების მნიშვნელობას, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ახალ, დამატებით იმპულსს მისცემს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.



შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალედ, ისე, როგორც ჩატარდა ყველა არჩევნები 2012 წლის შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები კორონავირუსის გათვალისწინებით.



შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის აუცილებელია კიდევ უფრო ამბიციური მიზნების მიღწევა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლს და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მაქსიმალურად გამოყენებით.



მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც მარტში გაიმართება და სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული ხედვები, როგორც ხედავენ წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობას 2020 წლის შემდეგ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიდგომა გულისხმობს დამატებითი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის დიფერენცირებულ მიდგომას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და იმსახურებს მეტ კონკრეტულ ინსტრუმენტს, მათ შორის ერთიან ბაზარზე წვდომისა და ევროკავშირისა და რეგიონის დამაკავშირებლის როლის გაძლიერების სახით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up