გიორგი გახარიამ დევნილებს დეოკუპაციის საკუთარი ხედვა გააცნო

გიორგი გახარიამ დევნილებს დეოკუპაციის საკუთარი ხედვა გააცნო

access_time2021-09-18 19:11:22

პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია დევნილებს შეხვდა.  შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პარტიის პროგრამული ხედვით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მან დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების საკითხზე გაამახვილა.


„ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობის დამტკიცებისას უმთავრეს პრიორიტეტად მკაფიოდ გვქონდა გამოყოფილი ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნა. სტრატეგია არის ხედვა, რომელზეც პირველ რიგში, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. დეოკუპაცია ზეპარტიული საკითხია. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა არის ჩვენთვის დეოკუპაცია. შემდეგ უკვე, ამ დეოკუპაციის სტრატეგიაზე უნდა ველაპარაკოთ პროცესში ჩართულ ძირითად მხარეებს. ეს უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, აფხაზებიც, ოსებიც, ეს უნდა იყოს რუსეთიც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და რეგიონალურ ჭრილში ეს უნდა იყვნენ ჩვენი მეზობლებიც. მაგრამ ეს პროცესი რომ დაიწყო, პირველ რიგში, შენ უნდა იცოდე, რა გინდა და რა არის შენთვის დეოკუპაცია. საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ეს არის ჩვენი შესაძლებლობების, მათ შორის, ეკონომიკური შეზღუდვა." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

„ადამიანებს შორის ურთიერთობებზე უნდა დავიწყოთ აქცენტების კეთება, უნდა იყოს უფრო მეტი კონტაქტები და მიმოსვლა.  რა თქმა უნდა, ამ პროცესში, პირველ რიგში, დევნილებიც უნდა იყვნენ ჩართული. ამას ბევრი სხვადასხვა განზომილება აქვს, მაგრამ აქვს ასევე სოციალური და სახალხო დიპლომატიის განზომილება, სადაც თქვენი როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემას, რომელიც დევნილებს აწუხებთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტატუსის მინიჭების და სოციალურ, მათ შორის, ფინანსური დახმარებებისა  და საცხოვრებლის მოგვარების საკითხებზე.



„ეს არის საკითხები, რომლებზე სამუშაოდ ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ და რომლებზეც თქვენთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ საკითხებზე სრულად მომზადებულები ვიყოთ და სწრაფი გადაწყვეტილებების შესაძლებლობა გვქონდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ დევნილებთან შეხვედრაზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up