გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს

გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს

access_time2020-09-30 19:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.



შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო სრულად აკონტროლებს სიტუაციას.




განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში და აღინიშნა, რომ ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას შეუწობს ხელს. შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან პერსპექტივებს, რომლებიც არსებობს მომავალში კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით.



მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრის რანგში, ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესშია. გამოითქვა იმედი ამ მიმართულებით მეტი ევროპული ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით.



ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up