გიორგი გახარია - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება

გიორგი გახარია - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება

access_time2020-07-30 16:42:42

ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორც არაფერი არ ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ რაც სამწუხაროა.

 

„ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.

 

 


გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული და ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, სხვადასხვა სფეროებში - უსაფრთხოების ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდეგ, როდესაც ეს ქვეყანა ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. ახლა რაც შეეხება სუბიექტურ რეალობის მოდელირებას - სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები რომ ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება" ან მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორც არაფერი არ ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელებიც ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება ეს თუ სხვა სახის ვალდებულებები  და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას რისკი არ უნდა შეექმნას,  რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს


 

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო პარტიისთვის და მთავრობისთვის არა - ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ. განსაკუთრებით რაღაც გამოგონილი შეკითხვებით. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და როდესაც მოკლევადიანი საარჩევნო კონიუნქტურული პოლიტიკური ინტერესებიდან  რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, უნდა იცოდეთ, რომ ამით ხშირ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა დავაზიანოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up