გიორგი გახარია - ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა

გიორგი გახარია - ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა

access_time2019-07-11 20:40:14

ახლა ჩემი წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არათუ პასუხისმგებლობის აღება- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით ის იდგა გადაწყვეტილების წინაშე, გადაერჩინა საკუთარი იმიჯი , თუ მიეღო სწორი გადაწყვეტილება.

 

„ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად ჩემთვის წასვლა ამ მომენტში ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა არათუ პასუხისმგებლობის აღება. ახალგაზრდები ახლა საუბრობენ რაღაც შეცდომაზე, მათ ჯერ არ აქვთ გათვიცნობიერებული, რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა. რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტუმრით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციების პარლამენტის შენობაზე ფიზიკურ შეტევად გადაქცევას ცდილობდნენ, ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნით ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, თორემ დღესაც ვერ ხსნიან, რა უნდა ყოფილიყო შეჭრის შემდგომი ნაბიჯი. და შენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო - გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება. მინდა ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებს რომლებიც დგანან ამ წამს გარეთ და სწამთ, რომ მართალ საქმეს აკეთებენ, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მათ უკან ვხედავთ, ძალის გამოყენებით პარლამენტის შენობაში შეჭრით ძალაუფლების მოპოვება ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



ipn.ge





ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up