გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი; სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდა არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ

გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი; სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდა არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ

access_time2020-09-07 09:00:00

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან" დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელი პროგნოზი არის დაახლოებით 50 000 ტონა თხილი, რაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ექსპორტია.

„კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი. ვერ გადავწყვიტეთ უბრალოდ რა დავარქვათ, „თხილობა" თუ „კოროფუა" და ახლა გადავწყვეტთ როგორმე. ზუგდიდელები ამბობენ, გინდათ თუ არა, „კოროფუა" უნდა დავარქვათო. არ აქვს ამას მნიშვნელობა. სერიოზულად - ე.ი. თხილის მოსავალი მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ფაროსანას მიერ გამოწვეული პრობლემის გამო იყო საკმაოდ ცუდ დღეში ეს დარგი, ძალიან ეფექტურად იმუშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითონ ფერმერებმა, ასოციაციამ მათ შორის და წელს ჩვენ ველოდებით დაახლოებით 50 000 ტონას, ეს არის დაახლოებით 100 მლნ დოლარის ექსპორტი, კონკრეტულად სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, ცოტა კახეთში. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება.


„საერთოდ, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდა არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დაიწყო უკვე ატმის მოსავლის აღება, იქ სერიოზული ზრდა გვაქვს ექსპორტში, ფაქტობრივად გავაორმაგეთ, 23 000 ტონაა ექსპორტირებული დაახლოებით, ახლა გვექნება ვაშლი, თხილი, შემოვა რთველი, ასევე ციტრუსები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. გარდა იმისა, რომ ძლიერმა ფერმერმა უნდა იზრუნოს და შეეძლოს ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, მას შეეძლება უკვე დაასაქმოს სხვა ადამიანები და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ გაიზარდა ფასი თხილზე, პრემიერმა ასე უპასუხა:
„თხილის ფასი ფორმირდება საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის პატარა მოთამაშე, მე-5 მოთამაშეა. იმისთვის, რომ ფასის ფორმირებაზე ზემოქმედება შეგვეძლოს, ამიტომ 50 000 ტონა კი არა, 150 000 ტონა თხილი უნდა მოვიყვანოთ, რადგან დღეს სერიოზულად გვისწრებს იტალიაც, თურქეთიც და კიდევ ბევრი ქვეყანა. ამიტომ ჯერ უნდა გავძლიერდეთ თხილის მიმართულებით და შემდგომ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, რომ საერთაშორისო ბაზრებსა და ფასზე გვქონდეს ზემოქმედება."





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up