გიორგი გახარია -  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად

გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად

access_time2020-12-23 16:00:00

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს კონკურენტუნარიანი ევროატლანტიკურ განზომილებაში, ამისათვის, პირველ რიგში აუცილებელია ხარისხიან განათლებაზე წვდომა, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ირაკლი ბერაიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტს შეეხებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, როგორც გარდამავალი ეკონომიკა, შემდგომი არა მხოლოდ ოთხი წლის, არამედ შეიძლება ორი საარჩევნო ციკლის პირობებშიც, მუდმივი რეფორმირების პროცესში იქნება.

„დღეს კრიზისში, გლობალურ კრიზისში, განსაკუთრებით აშკარად ჩანს, რომ საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, როგორც გარდამავალი ეკონომიკა, შემდგომი არა მხოლოდ ოთხი წლის, არამედ შეიძლება ორი საარჩევნო ციკლის პირობებშიც, მუდმივი რეფორმირების პროცესში იქნება. ამ რეფორმირების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ქვეყანა უფრო ახლოს მივიყვანოთ და დავაახლოვოთ იმ ევროატლანტიკურ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ შევძლოთ იმ განაცხადის გაკეთება, რომელიც არის ჩვენი მიზანი. განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ამ რეფორმირებისა, რამეთუ მოიცავს ბევრ მიმართულებას და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მაგალითად: ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორც თქვენ ბრძანეთ - როგორ შეიძლება ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაზე საუბარი, თუ განათლების სისტემა არ არის მზად, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს? მარტივი ამოცანაა - ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი ქვეყანა. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვიაზრებთ სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას - ვიზრუნოთ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომელსაც ეს ჭირდებათ - ჩვენს სოციალურად დაუცველებზე, მეორეს მხრივ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ სხვა მოქალაქეებს შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, რომ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ადამიანური კაპიტალი იყოს კონკურენტუნარიანი იმ განზომილებაში, რომლისკენაც მივისწრაფით, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ განზომილებას. ამისათვის, პირველ რიგში აუცილებელია ხარისხიან განათლებაზე წვდომა. როდესაც ხარისხიანი განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, გვესმის რომ ეს არ არის არც 2 და არც 3 წლიანი რეფორმა. ეს არის უკიდურესად გრძელვადიანი რეფორმა, რომლის პირველ ხელშესახებ შედეგებსაც ჩვენ ვნახავთ დაახლოებით სამი - ხუთი წლის შემდეგ. განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მე კონცეპტუალურად ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ მინისტრი ამაზე ისაუბრებდა დეტალურად. საშუალო განათლება არის ფუნდამენტი, სადაც რეფორმირებისა და მთავრობის ზემოქმედება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დაწყებული მასწავლებლიდან დამთავრებული ინფრასტრუქტურით, გარემოთი, სივრცით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით და ა.შ. შემდგომ, რა თქმა უნდა პროფესიული განათლება - აქ ჩვენ უნდა გავხსნათ კარი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, პირველ რიგში ვგულისხმობ ევროპელი პარტნიორების გამოცდილებას და ძირითადი მიზანი მარტივი უნდა იყოს - ბაზრის მოთხოვნისა და პროფესიული განათლების სისტემის მიწოდების მაქსიმალური თანხვედრა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების მიმართულებაზეც და აღნიშნა, რომ საჭიროა ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან და ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების ნაწილს, უმაღლეს განათლებაში მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან. ეს, პირველ რიგში რესურსების ეკონომიისა და სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს. ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მსგავსი მეთოდებით უმაღლესი განათლების დაახლოება და ინტეგრირება და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება და სფერო ჩვენი მოლაპარაკებების ევროკავშირთან, რათა ეს საგანმანათლებლო სივრცე მაქსიმალურად გავხსნათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც პირიქით - ინტეგრირების საშუალებით უნდა მოვახდინოთ სტანდარტების მაქსიმალურად სწრაფად დაახლოება. ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, რომ უმაღლეს განათლების სისტემა არის უკიდურესად ძვირი განზომილება, რომელსაც ასევე სჭირდება წლები, რომ სტანდარტების დონეზე აუცილებელი პირობები დააკმაყოფილოს; ან რა თქმა უნდა ისეთი უაღრესად დიდი ინვესტიციები, როგორიც დღეს ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up