გიორგი გახარია -  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში

გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში

access_time2020-12-24 13:12:00

მოგეხსენებათ, რომ მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა პრობლემა უშლიდა ხელს, თუმცა საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა მოახერხა და მიწის საკუთრების და მართვის ნაწილში საკანონმდებლო წესრიგი დაამყარა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად და ჩვენ დღეს შეგვიძლია უფრო თამამად ვიყოთ და ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


გიორგი გახარიას თქმით, სასარგებლო წიაღისეულის ნაწილშიც საჭიროა ბევრად უფრო ეფექტური მიდგომა და ეფექტური პროგრამები იმისთვის, რომ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მაქსიმალურად სწრაფად იყოს ამოქმედებული.



„ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ პროგრამა მიწის სისტემური რეგისტრაციის, რომელიც უნდა დამთავრდეს უახლოეს 3 წელიწადში. ძირითადი ამოცანა ამ პროგრამის გახლავთ ის, რომ გარდა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის ნაწილი დასრულდეს გარდა ამისა ეს მიწის რესურსი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ისევე, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ნაწილშიც საჭიროა ბევრად უფრო ეფექტური მიდგომა, ეფექტური პროგრამები იმისთვის, რომ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მაქსიმალურად სწრაფად იყოს ამოქმედებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up