გიორგი გახარია - ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა, ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან

გიორგი გახარია - ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა, ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან

access_time2020-04-04 14:30:58

გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე; ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა.

„პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.


თეგები:
გახარია



უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“
access_time2020-05-25 13:00:13
„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი...

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
access_time2020-05-25 10:30:54
უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი  მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ. მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე,...

სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვია

სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვია
access_time2020-05-25 12:00:13
სომხეთის ყოფილი ელჩი ვატიკანში მიკაელ მინასიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.„კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის ოჯახმა რუსეთის ქალაქ კრასნოდარში და ვორონეჟში სიგარეტის ექსპორტი წარუმატებლად სცადა. „მათ პირველად ექსპორტი ავღანეთში სცადეს, თუმცა, უშედეგოდ, შემდეგ - ვორონეჟში,...

„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...


მსგავსი სიახლეები

up