გიორგი გახარია - ხელისუფლება მზადაა, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, მინიმიზაცია რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ

გიორგი გახარია - ხელისუფლება მზადაა, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, მინიმიზაცია რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ

access_time2020-03-17 23:56:00

ქართული ეკონომიკა დღეის მდგომარეობით საკმაოდ მდგრადია და ჩვენ საკმაოდ მდგრადად მივიღებთ ამ გლობალურ დარტყმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში" განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლარის კურსი თითოეული მოქალაქისთვის გამოწვევაა, მაგრამ ეს გლობალური კრიზისის შედეგია.




„ეკონომიკის და ლარის კურსის მიმართულებითაც საკმაოდ კარგად მივდივართ ბოლო განსაკუთრებით 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ თითოეული მოქალაქე, კომპანია, რომელიც ამ კურსის გამო ზიანდება, იმსახურებს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ იყო ის შემოთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ პირველ რიგში მომსახურების სფეროს, ტურიზმს და კიდევ ბევრ სხვა სფეროს, რომელიც ტურისტულ ნაკადებთან იყო დაკავშირებული, რომ მათთვის მეტი ლიკვიდობა დაგვეტოვებინა და ჩვენ ამ ღონისძიებებს გავაგრძელებთ. სამუშაო ადგილები გამოწვევაა და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ვირუსი, მაგრამ გამოვიყენოთ იმდენად დაბალანსებული და ეფექტური მიდგომები, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, მას შემდგომ, რაც ჩვენ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა სამუშაო ადგილები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.



„როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ბანკებს, ტურისტულ კომპანიებს, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნეს და ვუვადებთ საშემოსავლო გადასახადს, ქონების გადასახადს, დღგ-ს დაბრუნების ნაწილში დასაბრუნებელ 600 მილიონს ვაორმაგებთ და ვაბრუნებთ 1,2 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომპანიებს მივცეთ საშუალება, გარკვეული პერიოდი შეინარჩუნონ მდგრადობა, რათა არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ყველგან ეს ვერ გამოვა, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ყველანი, გლობალურად ამ კრიზისს გავუმკლავდებით. შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში, როგორც კი გლობალურად ამ კრიზისს თავს დავაღწევთ, გაჩაღდება ახალი გლობალური კონკურენცია ეკონომიკებს შორის. ამ გამოწვევის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს არ აქვს, ეს არის ამ გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი და ამიტომ, უპასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული დაპირებების გაცემა. დაპირება უნდა იყოს ერთადერთი, ხელისუფლება არის მზად, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს მინიმიზაცია როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, რომელსაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ", - აღნიშნა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up