გიორგი გახარია - წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ რაგბის ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით

გიორგი გახარია - წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ რაგბის ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით

access_time2020-09-10 17:30:22

უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაახლოებით 200 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში და ამის შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ეძლევა შესაძლებლობა, მსოფლიოს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს.




„რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ მათ შეჯიბრები, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. ის ინვესტიციები, რომელიც ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში იყო ჩადებული, დაახლოებით 200 მილიონი, ამ შედეგებს ვიღებთ დღეს ჩვენ და გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქართულმა რაგბმა მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც რაგბის კავშირი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ და სულ რამდენიმე საათში შეიძლება ყველამ ერთად, გამარჯვება ვიზეიმოთ და თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდებ, რომ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ქართულ რაგბს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up