გიორგი გახარია - ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს

გიორგი გახარია - ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს

access_time2019-09-16 16:20:39


გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.


,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს და ეკონომიკას, უფრო ხელსაყრელი შედეგები მიიღოს ამ ხელშეკრულებით.'' - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ უკვე მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ნაბიჯებს.


„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე. თუმცა, ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი აღსრულდეს მთელს ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების, საბაზისო ადამიანების უსაფრთხოების დაცვას და უზრუნველყოფას. ასევე, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა პრემიერმა იოანეს ჰანთან ერთად მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში.





თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება - „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს

შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება -   „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს
access_time2020-06-05 10:50:09
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნესსაც მოუწევს.   „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია სწრაფი კვების ობიექტებზე, დაწესებული რეგულაციებით შემცირებული დინამიკის...


მსგავსი სიახლეები

up