გიორგი გახარია - უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, მოვუაროთ მას

გიორგი გახარია - უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, მოვუაროთ მას

access_time2020-01-07 09:30:10

სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთისა და იმედის დღეს, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.


„შობა სიკეთის, იმედების, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაულია, ჩვენ ამ დღესასწაულს ამ იმედით ვხვდებით და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების ასრულება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა პატრიარქის ეპისტოლეს ძირითად გზავნილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში სრულად იყო კონცენტრირებული სიბრძნე და ასევე - პირდაპირი მითითება, რომ მთავარია თავმდაბლობა და არა - ამპარტავნობა, მიმტევებლობა და არა კონფლიქტი.



„საბოლოო ჯამში, უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი, ყველასია და ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას. ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო. ამიტომ, მინდა პატრიარქს, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღესასწაული, სიკეთის და იმედის დღე და თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო, რომ ყველა ის იმედი, რომლითაც ჩვენ პატრიარქის ეპისტოლეს შემდეგ აღვივსეთ, აგვსრულებოდეს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაური საშობაო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.





ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up