გიორგი გახარია თურქეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით გაემგზავრა

გიორგი გახარია თურქეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით გაემგზავრა

access_time2017-09-27 10:04:31

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი ჯავიდ ყურბანოვი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით გაემგზავრნენ. დელეგაციის წევრები ახალქალაქის სადგურს და პროექტის სხვა მშენებარე ობიექტებს დაათვალიერებენ.

 



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულების ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით, 70% - სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ძირითადად მიმდინარეობს სადგურების მოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. სამინისტროს ცნობით, ახალი სარკინიგზო ხაზია პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. პროექტი შედგება - მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) - 27 კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან. 

 



უწყების ცნობით, მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვაზე და 1 მლნ. მგზავრთნაკადზე გათვლილი პროექტის შესაბამისად (წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვის პერსპექტივით) მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გათვალისწინებულია არსებულ სარკინიგზო ხაზზე ყველა დარგის ობიექტების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ევროპა-აზიის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებას. ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი უნდა აქციოს სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.

 




როგორც უწყებაში განმარტავენ, მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.

 

 

"ინტერპრესნიუსი"

 

 

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up