გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს - ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, როგორ დაიცავთ წესებს და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული COVID-ის თვალსაზრისით, რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს

გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს - ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, როგორ დაიცავთ წესებს და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული COVID-ის თვალსაზრისით, რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს

access_time2020-06-05 17:10:37

აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში.



„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად. ეს ეხება ბევ სექტორს, რესტორნებს, ტრანსპორტს. განსაკუთრებით, იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასტუმროების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ.



„ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ - მოდით, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. 75-დან თბილისში 15-მა გაუძლო. ამ ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, უნდა შეხვიდეთ განაცხადით და ნახოთ, მოთხოვნა როგორია და მათი დაკმაყოფილება არ არის რთული. ამ ყველაფერში ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები დაგეხმარებიან. როგორც კი მიიღებთ უფლებას, პირველი იქნება შიდა ტურიზმი, მერე უკვე ტურიზმის სააგენტო დაგეხმარებათ. მარტივად წარმოიდგინეთ - ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ რაღაც სტანდარტს. ამ სასტუმროების ჩამონათვალი ეცოდინება ყველას. ჩვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაინტერესებულები ვართ, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორობამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up