გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს - ჩვენი  ამოცანაა ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც  და ყველაფერი,  ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ

გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს - ჩვენი ამოცანაა ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ

access_time2020-06-05 16:25:22

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა.



„ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე, არ გამოვა არაფერი. ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენც, ცალკე აღებული ქვეყანა, მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, ჩვენ ახლა ძალიანა აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეც, მთავრობაც, სულ უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეზობლებში, ბევრ ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში, ეკონომიკის გახსნას როგორც კი იწყებენ, ინფიცირებულების რაოდენობა პროპორციულად ეზრდებათ. ჩვენი ყველას ამოცანა ერთად არის ძალიან გასაგები და გონივრული. ფრთხილად უნდა გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up