გიორგი გახარია - თითოეული წარმატებული პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დიდი შერიგებისკენ

გიორგი გახარია - თითოეული წარმატებული პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დიდი შერიგებისკენ

access_time2020-10-17 21:40:27

„მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას, ზუგდიდში განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერ - მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მისცეს ყველას, ამაშია ის დიდი მისია, რომელიც სამეგრელოში თითოეულ ადამიანს აკისრია.



„საქართველოში ბევრი გამორჩეული კუთხეა, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ისტორიით, სილამაზით, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ სამეგრელო გამორჩეულთა შორის გამორჩეულია. სამეგრელომ უამრავი ღირსშესანიშნაობა აჩუქა ამ ქვეყანას, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას უდიდესი ადამიანები, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას ისეთი ისტორიული მოვლენები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის განსახიერება და თავმოყრა არის ეს სატახტო ქალაქი - ზუგდიდი. ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - დღეს, აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს და ამაშია ის დიდი მისია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქ, ამ კუთხეში გვაკისრია. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ თითოეული წარმატებული პროექტი ამ ქალაქში და ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ლამაზდება დღითი დღე ზუგდიდი, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დიდი შერიგებისკენ. დღეს, საქართველოში ჩვენ აღვნიშნავთ ვეტერანების დღეს და მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა საქართველოს ერთიანობისთვის და ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ ერთიანობის მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, შრომით და მშვიდობიანად და შრომის ფასი სამეგრელოში ყველაზე კარგად იციან. ეს კარგად ჩანს იმ საწარმოებში, იმ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობის იმ პროექტებში, რომლებიც აქ ხორციელდება,“ - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი გახარიას თქმით, შემდგომ 4 წელში, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება სამეგრელოს. მისივე განცხადებით, ბევრი მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა დასრულდეს, მათ შორის, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები.




„2012 წლიდან, სამეგრელოში ინვესტირებული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიარდ ასოთხმოცდაექვსი მილიონი ლარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ გეტყვით, რომ შემდგომ 4 წელში, რაც არის საარჩევნო ციკლი, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება ამ კუთხეს და სამეგრელოს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა გავიყვანოთ ბოლოში, მაგალითად წყალმომარაგება. ზუგდიდს ათწლეულები არ ჰქონდა ნორმალური წყალმომარაგების სისტემა. როგორც იქნა, ბევრი ვიწვალეთ, ცოტა საჭიროზე მეტი დრო დავხარჯეთ, მაგრამ ეს პრობლემა ბოლოში გავიყვანეთ, თუმცა შემდგომი პრობლემა არის წყალარინების სისტემა. რა თქმა უნდა, ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი წყალარინების სისტემა და მომავალ წელს ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ. ზუგდიდში ვაკეთებთ გზებს, ვაკეთებთ მაგისტრალურ გზებს, მაგრამ შიდა სასოფლო გზები უკვე პრობლემაა. სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები - ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მიმართული იქნება სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოსაყვანად. გზები, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში, ყველგან, ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და შესაძლებლობებში სხვაობა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა პრემიერმა.



გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და აღნიშნა, რომ ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე.



„საქართველოს წარმატება, პირველი რიგში, განისაზღვრება მისი რეგიონების წარმატებით და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენ, ერთადერთი, რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მისივე თქმით, უჩვეულოა პირბადეებით ერთმანეთთან საუბარი, ერთად ყოფნა, თუმცა ეს არის პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისა და ქვეყნის განვითარების, აგრეთვე ხანდაზმული ადამიანების წინაშე. გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი და სწორედ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც განასხვავებს მმართველ გუნდს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში.



„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ ის, რასაც მთელი მსოფლიო, გლობალური სამყარო ებრძვის, ეს არის პანდემია. მე მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, გამარჯვებას გისურვებთ!“- განაცხადა პრემიერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up