სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, უბრალოდ არავის არაფერი არ დაუშავებია. საბედნიეროდ არავის უყიდია უვარგისი ტესტები, ამ პროცესში გამოწვევები სხვდასხვა იყო- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დასმული კითხვის საპასუხდო განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რეალურად ეს ადამიანები დასჯას არ იმსახურებდნენ.
„ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეზლეს, რომ ეპიდემია გლობალური ეპიდემიის პირობებში არ მიეყვანათ იმ დონემდე, რომ არ დაგვრჩენოდა ინფიცირების რისკის ქვეშ ადამიანი სტაციონარის გარეთ, სახლში მარტო, რომ თვითმკურნალობისთვის მიემართა. რატომ უნდა დავსაჯო, ვერ ვხდები უბრალოდ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
imedinews.ge