ეს საერთო გამარჯვებაა! - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
ეს საერთო გამარჯვებაა!“- აცხადებს გიორგი გახარია.