გიორგი გახარია: ,,სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში - დღეს არ მუშაობს.  ვფიქრობ რომ შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამით სერიოზულად დაკავდება.''

გიორგი გახარია: ,,სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში - დღეს არ მუშაობს. ვფიქრობ რომ შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამით სერიოზულად დაკავდება.''

access_time2018-12-21 17:22:00

იორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა.

,,არასრულწლოვანთა დანაშაული ეს სერიოზული პრობლემაა. მოგეხსენებათ რომ იყო სერიოზული ცვლილებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული, რაც რა თქმა უნდა იყო პროგრესული ნაბიჯი. თუმცა, მას შემდგომ სჭირდება მენეჯმენტი, ხარისხიანი მენეჯმენტი და  აქ გარკვეული პრობლემები გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსთან ერთად მოგვიწევს კიდევ ერთხელ დაჯდომა და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების, რომლებიც არიან 14 წლამდე, მათ მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება.

დღეს ჩვენ ქვეყანაში, ფაქტობრივად არ გვაქვს რეფერირების სისტემა და ფაქტობრივად ბავშვები, რომლებიც 14 წლამდე ჩადიან დანაშაულს, ისინი საერთოდ ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან. ფაქტობრივად სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში დღეს არ მუშაობს. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ეს შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამას სერიოზულად დაკავდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მუშაობა გარკვეულ წილად დაწყებულია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში გვექნება გარკვეული შედეგებიც.





ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up