გიორგი გახარია - შეინიშნება ფრთხილი პოზიტიური ნიშნები გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში და  დასტაბილურებულ ინფიცირების ახალ შემთხვევებში

გიორგი გახარია - შეინიშნება ფრთხილი პოზიტიური ნიშნები გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში და დასტაბილურებულ ინფიცირების ახალ შემთხვევებში

access_time2020-10-30 15:30:32

დღეს ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა, რომელმაც იმსჯელა მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ახალი ქეისების მორიგი ანტირეკორდია, აღმოჩენილია 546 ათასი ახალი ქეისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, უკვე 8 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულების რაოდენობით.


„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში „ლოკდაუნებიც“. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, უკვე 8 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულების რაოდენობით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს, როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვენც საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ინფიცირებულების, ახალი ქეისების, თუმცა ამ ბოლო დროს, ჩვენთან შეინიშნება საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები.



„მოგეხსენებათ, რომ ჩვენც საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ინფიცირებულების, ახალი ქეისების, თუმცა ამ ბოლო დროს, ჩვენთან შეინიშნება საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები, რომელიც მდგომარეობს, პირველი, ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში და მეორე, გათანაბრებულ, დასტაბილურებულ ინფიცირების ახალ შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ ტესტირების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, მაგალითად გუშინ იყო გაკეთებული 11 000 ტესტი, გუშინწინ იყო 9 000 ტესტი. ჩვენ ყოველდღიურად ვმერყეობთ 8-დან 11 ათას ტესტს შორის. ეს არ არის ვინმეს დამსახურება, ეს არ არის მთავრობის, ან ცალკე აღებული სამინისტროს დამსახურება, ეს ყველას, ჩვენი საერთო დამსახურებაა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებმა უფრო ხშირად დაიწყეს პირბადის ტარება და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.


„პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია პირბადის ტარებასა და ინფექციის გავრცელების სისწრაფეს შორის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვატაროთ პირბადე, როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე და ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up