გიორგი გახარია - შეცდომა არ უნდა დავუშვათ - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ

გიორგი გახარია - შეცდომა არ უნდა დავუშვათ - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ

access_time2020-05-19 16:30:34

ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭიდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


პრემიერის თქმით, ამიტომ, მთავრობამ მიმართა პარლამენტს, რათა ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არჩევნების კონტექსტში ყველას ჭირდება.



„ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ბევრ ევროპის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისამდე, სექტემბრამდე არის გაგრძელებული. ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დაამარცხა - არა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით ან უკვე რაღაც კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭიდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში. ამიტომ, ყველამ კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს იმ ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up