გიორგი გახარია სექტორულ ბიზნეს ასოციაციებს - ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, იქნება გადაწყვეტილი

გიორგი გახარია სექტორულ ბიზნეს ასოციაციებს - ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, იქნება გადაწყვეტილი

access_time2019-10-21 11:52:40

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.



„ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება.



„ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ. იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლე ვადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას" თქმა, ეს „არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში „არაც" პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში „არას" ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.








ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65% ვერ მიიღეს

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65%  ვერ მიიღეს
access_time2020-05-29 13:00:09
COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა. PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების...


მსგავსი სიახლეები

up