გიორგი გახარია - სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული

გიორგი გახარია - სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული

access_time2020-01-27 14:31:42

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 



მთავრობის მეთაურის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით.



„დღეს აღვნიშნავთ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, რაც ძალზედ სიმბოლურია. ასევე სიმბოლურია, რომ ამ ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც მე მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი დაახლოებით 4, 5 მილიონი დოლარია, ისევე როგორც, საქართველოს მხარემ მილიონი ლარი დახარჯა, იმისათვის, რომ ყველაფერი აღგვეჭურვა უმაღლეს დონეზე. ეს კეთდება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე. განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული, განსაკუთრებით სახელმწიფო, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ იწვნია, რას ნიშნავს ჯარისკაცები, რომლებიც პირდაპირ საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები და განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ჯარისკაცებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.



„ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ისევე, როგორც კეთდება იმ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის, რომლებთან ერთადაც თქვენ დღეს მხარდამხარ იბრძვით სამშვიდობო მისიებში და რომლებთან ერთადაც ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.



„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ჩვენს სტუმრებს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს, რომელმაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე და ეს ბატონი ირაკლის დამსახურებაა. თითოეულ თქვენგანს, პირველ რიგში, მსურს გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრები უბრალოდ არ გვჭირდებოდეს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



წეროვანში დღეს, რეგიონში უპრეცედენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.








„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
access_time2020-02-20 17:00:17
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).   უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოში ამბობენ, რომ 2017...

ვანო მაჭავარიანი 200 000 -ის მოხსნის საჭიროებას ვეღარ ხედავს

ვანო მაჭავარიანი 200 000 -ის მოხსნის საჭიროებას ვეღარ ხედავს
access_time2020-02-20 15:48:50
„თავის დროზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღება იყო კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით კითხვა მაჭავარიანს დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დაუსვა.მინისტრის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ დაკრედიტება იზრდება, ასევე კარგად ვითარდება სამშენებლო...

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up