გიორგი გახარია - სახელმწიფო თავის თავს გამოხატავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, რათა, შეასრულოს თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია მომავალი თაობების და პენსიონრების წინაშე

გიორგი გახარია - სახელმწიფო თავის თავს გამოხატავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, რათა, შეასრულოს თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია მომავალი თაობების და პენსიონრების წინაშე

access_time2019-10-26 12:18:31

სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, იმისთვის, რომ თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია შეასრულოს მომავალი თაობების და პენსიონრების წინაშე; ამ პრინციპზეა აგებული თავიდან ბოლომდე მომავალი წლის ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხდა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, ასეთ შეხვედრების დაწყება პედაგოგებისგან, ვინაიდან მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ.



"გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბოლო პერიოდი, ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს. პირველ რიგში ეს არის მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველები. ეს არ არის შემთხვევითი პრინციპი. მისი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მომავალ თაობებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონრებზე. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ პროგრესი უნდა იყოს ყოველწლიურად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მთავრობის მეთაურმა ისაუბრა დარგში არსებულ გამოწვევებზე და პედაგოგებს პრობლემებზე ღიად და გულწრფელად საუბრისკენ მოუწოდა.



"ჩვენი საუბრის მთავარი მონახაზი უნდა იყოს იმის გათვალისწინება, რამხელა მნიშვნელობის საქმეს აკეთებთ თქვენ და რა რეფორმები ხორციელდება განათლების სისტემაში. ეს არ არის საუბარი საუბრისთვის, თქვენ პირდაპირ მეუბნებით, რა არის პრობლემა და როგორ იქნებოდა უკეთესი, ამაზე რეაგირება კი ჩემი საქმეა. ისევე,როგორც ჩემგანაც აბსოლუტურად ღია და გულწრფელი პასუხი იქნება, რისი გაკეთებაა შესაძლებელი დღეს და რისი გაკეთება იქნება დღეს ცოტა რთული და უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. სამწუხაროდ, ეკონომიკურად საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, სამწუხაროდ, ჯერ მდიდარ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობთ. ამას დასჭირდება ერთობლივი შრომის წლები. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად შრომობს, ვინ მინისტრია, ან პრემიერ-მინისტრი და ვინ მასწავლებელი. ვინ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამას დრო განსჯის წლების შემდგომ",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.







ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up