გიორგი გახარია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქცია  სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

გიორგი გახარია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქცია სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

access_time2019-10-30 10:50:27

ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

 

მთავრობის მეთაურმა მეგობარი ქვეყნების ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმირების დიდი გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.

 

 

 


„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და სახელმწიფო ინსპექტორი იყო დემოკრატიული რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც ყველა შევთანხმდით და ერთობლივი ძალისხმევით გადავდგით ეს ნაბიჯი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღჭურვილია საგამოძიებო ფუნქციებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი გახარიამ წარმატებები უსურვა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას და სამსახურის ახალ თანამშრომლებს, რომლებსაც მისი განცხადებით დიდი მისია აკისრიათ.

 

„ის საგამოძიებო ფუნქცია, რომლითაც აღჭურვილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, იქნება ყველაზე დიდი არგუმენტი უახლოესი წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ეს სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი და რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებს, პირდაპირ, ღიად წარმოაჩინონ ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც ხდება პოლიციაში, პროკურატურაში, ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამ ორგანოს ძირითადი პარტნიორი იქნება, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას მოიცავს.

 

საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გამართა.

 

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up