გიორგი გახარია - სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ კურსთაშორისი სხვაობის რისკს სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დავუზღვევთ

გიორგი გახარია - სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ კურსთაშორისი სხვაობის რისკს სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დავუზღვევთ

access_time2020-04-02 12:24:28

მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური თვალსაზრისით დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ პროცესში ეროვნული ბანკის, მთავრობის, ბიზნესსექტორის და სისტემური ბანკების კოორდინირებული მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც უკვე რამდენიმე თვეა, ამ გამოწვევის დაწყებამდეც იყო ორგანიზებული და ეს სისტემური მიდგომა გრძელდება.



„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კრიზისი არ გადაედოს ინფლაციურ და კურსის პრობლემებს და ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს გლობალური პრობლემაა და ჩვენთვის - სისტემური. კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევის კომპონენტი ჩვენს ეკონომიკურ პაკეტში უკვე არსებობს. ჩვენ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ძირითად მომწოდებლებს კურსთაშორისი სხვაობის რისკი დავუზღვიეთ და ამ ნაბიჯებს გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეკონომიკაში ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. მსგავსი მიდგომა შევთავაზეთ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ახორციელებენ ან ახლა იგებენ ტენდერებს, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება. კურსთა შორის სხვაობამ და სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით სისტემურ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით და კურსთაშორისი სხვაობის რისკს ჩვენ აქაც დავაზღვევთ, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში. ეს ის მიდგომაა, რომლითაც ჩვენ როგორც კომპანიებს, ასევე კონკრეტულ მოქალაქეებსაც მივეხმარებით. აქ ვგულისხმობ იგივე კომუნალური გადასახადების ნაწილს, ხოლო შემდგომში იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შესაბამისად - შემოსავალი. ეს არის ის, რითაც ჩვენ უნდა დავუზღვიოთ ჩვენს მოქალაქეებს ორი რამ - დაკარგული სამუშაო ადგილი და შემოსავალი და კურსთა შორის სხვაობა, რომელიც შექმნილია გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გამო", - აღნიშნა პრემიერმა.







დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up