გიორგი გახარია - საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

გიორგი გახარია - საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

access_time2019-10-23 11:43:09

საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში 8 მილიარდ დოლარს გასცდა.


„დღეს, საქართველო გარე სამყაროს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, გადასახადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ჩვენს საგადასახადო სისტემაში ნულოვანი განაკვეთით იბეგრება რეინვესტირებული მოგება. არ არსებობს აქტივების ფასის ნაზარდზე კაპიტალის გადასახადი და არც კაპიტალის რეპატრიაცია იზღუდება.


აი ეს ინიციატივა გარდაქმნიდა ჩვენს ქვეყანას ღია საბაზრო ეკონომიკის წყობად და სავაჭრო პოლიტიკად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურია, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გარდა, საქართვლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს თურქეთთან, დსთ-სთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან;„პრეფერენციების საერთო სისტემა გაგვაჩნია აშშ, კანადასა და იაპონიასთან. ასევე, მოლაპარაკებებს ვიწყებთ ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, ხოლო ისრაელთან თითქმის დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე.



ამ შეთანხმებების არსებული ქსელი საქართველოში მოქმედ სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას აძლევს გავიდნენ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერის თქმით, ძლიერი სავაჭრო ქსელის გარდა, საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაში, რათა დაკავშირებადობის ხარისხი გაძლიერდეს.


„მიზნად გვაქვს დასახული საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად. ამასთანავე, საქართველოს წინსვლა დადებითად წარმოჩინდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და შეფასებაში.


მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით.


Heritage Foundation-ის თანახმად, 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით.

Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან.სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები აისახება ბოლო წლების გაუმჯობესებულ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში.


იმედი მაქვს ყოველივე ეს გვეხმარება საქართველოს ეკონომიკური ხედვა და საინვესტიციო მიმზიდველობა ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი აბრეშუმის გზის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება საქართველოს ჩათვლით მისი ყველა მონაწილე ქვეყნისთვის.


ოდითგანვე აბრეშუმის გზაზე შემდგარი მოგზაურები საქართველოში შემოდიოდნენ და ახალ სამყაროს აღმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა, - განაცხადა გიორგი გახარიამ.






აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-12-04 18:05:53
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა....


მსგავსი სიახლეები

up