გიორგი გახარია -  საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს ზემოთ ადამიანები  მაქსიმალურად დარჩნენ სახლში

გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში

access_time2020-11-26 14:55:14

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 1-ელ თებერვალს; ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი და საქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპის პროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული სოციალური დახმარებისა, ითვალისწინებს მათ შორის ამ კონკრეტულ შეზღუდვებსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც 2021 წელს გაგრძელდება.

 


„28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია -  თბილისი, თელავი, ბათუმის, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ,  სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი, ყველა სახის ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი გადადის დისტანციურ მუშაობაზე, შეჩერდება  მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს არის ის ძირითადი შეზღუდვები, რომელიც წესდება. მსგავსი შეზღუდვები იანვარშიც, რაღაც პერიოდი გვექნება. ამ პერიოდში მუშაობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების  მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ყველა სახის სამრეწველო წარმოება, მშენებლობა და ყველა სახის სისტემური ორგანიზაცია, როგორიცაა წყლის, დენის გაზის მომარაგება. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საცალო ვაჭრობას. სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას და მუშაობას აგრძელებენ სილამაზის სალონებიც. ამ პერიოდისთვის და თებერვლის ბოლომდე, საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, 70 წელს ზემოთ ადამიანები  მაქსიმალურად დავტოვოთ სახლში, ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავცემთ მკაცრ რეკომენდაციას, ყველა კომპანიამ, მაქსიმალურად გადაიყვანოს თანამშრომლები დისტანციურ შრომაზე. საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში გადასული იქნება დისტანციურ მუშაობაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up