გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული

გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული

access_time2020-02-21 17:33:08

დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღება ნელ-ნელა და სულ უფრო ეფექტურად გადადის თვითმმართველობის დონეზე. გიორგი გახარიას თქმით, სტუდენტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ახლო მომავალში გადაწყვეტილებები ადგილზე უნდა მიიღონ.



„რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა მაღალი კომპეტენცია, ძლიერი, ხარისხიანი განათლება და სწორედ ამიტომ დაიწყო საქართველოს მთავრობამ განათლების სისტემური რეფორმა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ. სტუდენტური განათლება ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეამჩნევდით, რომ ეს რეფორმა დაიწყო, პირველ რიგში, საშუალო განათლების დონიდან და ახლა, უკვე გრძელდება სტუდენტური განათლების ნაწილში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პირდაპირ, მიზანმიმართულად არის განხორციელებული იმისთვის, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი, შემდგომ უმაღლესი განათლება უნდა იყოს ძლიერი, შემდგომ მეცნიერება უნდა იყოს ძლიერი და ეს არის სისტემურობის გამომხატველი კომპონენტი, საერთოდ განათლების რეფორმის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სტუდენტების როლზე, რომლებმაც ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა დაიწყონ ზრუნვა.




„რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვნად ვთვლი ამ ღონისძიებას. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემთვის პატივია დღეს აქ ვიყო და მქონდეს საშუალება მოგმართოთ თქვენ მარტივი მიზეზის გამო, ეს ქვეყანა თქვენია, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველასია, მაგრამ პირველ რიგში თქვენია. თქვენ ის ხალხი ხართ, რომლებმაც დღეს უკვე უნდა დაიწყოს ზრუნვა ამ ქვეყანაზე, მის ხვალინდელ დღეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ყველასია, მაგრამ თქვენი უფრო არის, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ თქვენი პასუხისმგებლობა უფრო მეტია. თქვენ რომ აქ სხედხართ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგით, იყოთ როგორც სტუდენტური საზოგადოების, ისე თვითმმართველობის ნაწილი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აქტიური ახალგაზრდები ხართ, ეს ნიშნავს, რომ გააზრებული გაქვთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და ქვეყნის წინაშე და არ ხართ მხოლოდ და მხოლოდ იმ პოზიციაში, რომ სხვისგან დახმარებას ელით და რაღაცას მოითხოვთ, არა. თქვენ პროაქტიულად ნაბიჯებს დგამთ. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული.



„ყველა ის ნაბიჯი - განათლების სისტემაში რეფორმა, სხვადასხვა ფორმებით ახალგაზრდების ბიზნესში ჩართულობის წახალისება, ახალგაზრდების მეცნიერული მიღწევების წახალისება - ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდები გლობალურ კონკურენციაში იყვნენ ძლიერები. მათ შეეძლოთ, გაუწიონ, პირდაპირ მიიღონ მონაწილეობა გლობალურ კონკურენციაში. სხვანაირად ჩვენ ამ ქვეყნის მართვა გაგვიჭირდება. თქვენ, ყველას კარგად გესმით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რასაც დღეს და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აკეთებს, ჯერ ჩვენ კიდევ ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი ნაწილი მოვა თქვენზე. წარმატებებს გისურვებთ დღევანდელი ფორუმი დარწმუნებული ვარ, იქნება ეფექტური და მოგცემთ საშუალებას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ წინ თქვენი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ამაღლებაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის“ მიზანია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების ახალგაზრდა წევრთა ერთიან ფორმატში რეგულარული შეხვედრის გზით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება. ფორუმს დელეგატის სტატუსით ესწრებიან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21 წლიდან 29 - წლამდე წევრები.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up