გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა

გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა

access_time2020-01-29 15:00:28

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს ბევრი წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 



ფორუმის გახსნით სიტყვაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაა უსაფრთხოება; ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა; ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა.



„ჩვენთვის უდიდესი პატივია, დღეს ჩავატაროთ ეს კონფერენცია და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტრადიციული ღონისძიება ჩვენს და ჩვენს დონორ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. დღეს გვაქვს საშუალება, მჭიდროდ, სამუშაო რეჟიმში გავიაროთ თითოეული ის საკითხი, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის შემდგომი რეფორმირების, ასევე რაც მთავარია თქვენი მხრიდან ამ რეფორმების მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმირების ფარგლებში 2018 წლის ჩათვლით 7 მილიარდ დოლარზე მეტი იყო დახარჯული.




„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დონორთა კონფერენციაზე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს იმ სფეროებს და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომელიც არის გაფორმებული და დაფიქსირებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რადგან ჩვენი თანხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას. ეს გახლავთ, პირველი - უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები. მესამე - განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეოთხე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობისთვის - ღია მმართველობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



სტრატეგიული დიალოგი დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მათი ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ინიციატივების შესახებ იყო დონორთა ყოველწლიური ფორუმის მიზანი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.



ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. დისკუსიისას, რომელშიც მინისტრების მოადგილეები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა თემატური საკოორდინაციო შეხვედრების ციკლი და განისაზღვრა კონკრეტული ვადები. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up