გიორგი გახარია - საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერებაში, რათა ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინოს პოლიტიკური მიღწევების კონვერტაცია კონკრეტულ მოგებაში

გიორგი გახარია - საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერებაში, რათა ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინოს პოლიტიკური მიღწევების კონვერტაცია კონკრეტულ მოგებაში

access_time2020-02-26 14:10:50

ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020" განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა დარბაზიდან მიმართა პანელური დისკუსიის - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები" მონაწილეებს.



გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო სხვადასხვა სფეროში არსებული სტანდარტების ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს.



„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, აქ არის სტრუქტურული რეფორმები, ინსტიტუციური გაძლიერება", - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და მათი გადალახვის პროცესში ევროპელი კოლეგების დახმარების მნიშვნელობაზე.




„ერთი დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაშიც, პირველ რიგში, ჩვენი ევროპელი კოლეგები უნდა დაგვეხმარონ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებს ეხება. საქართველოს დღეს აქვს იდეალური სამართლებრივი ჩარჩო, ხელშეკრულებები ევროკავშირთან, მაგრამ, საქართველო ინსტიტუციურად და ფასეულობების დონეზე ძალიან ახლოს ევროპასთან, მაგრამ არის ქვეყანა, რომელსაც ევროპასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს. დაკავშირებადობა, რომლის სამართლებრივი საფუძველი პოლიტიკურ დონეზე სახელმწიფომ შექმნა ევროპულ ბაზართან, დღეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი საშუალო, წვრილი და მსხვილი ბიზნესისთვისაც, რათა მათ დაამყარონ კავშირები და მიიღონ კონკრეტული მოგებები თუ შედეგები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი გახარიას თქმით, ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ყველაზე სწრაფად დააჩქარებს ქართული ეკონომიკის ზრდას.



„როდესაც გვაქვს ძალიან კარგი სამართლებრივი ჩარჩო და არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი და რეალური, ფიზიკური პრობლემები გვაქვს დაკავშირებადობის მიმართულებით, ამ მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროს - ეკონომიკის, თუ მეცნიერების ღვაწლმოსილი წარმომდგენლებისგან ევროკავშირის სხვადასხვა პლატფორმაზე. დღეს, პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება ამ დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ეს იქნება შავი ზღვის საშუალებით, პირდაპირი ფრენების, რკინიგზის, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით, რათა ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინონ პოლიტიკური, ინსტიტუციური დაახლოების, მიღწევების კონკრეტულ მოგებებში კონვერტაცია მოქალაქისთვის და ბიზნესისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



პანელურ დისკუსიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი მონაწილეობდნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up