გიორგი გახარია - საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს, არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

გიორგი გახარია - საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს, არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

access_time2020-05-19 15:35:01

თითოეულ ელჩს აქვს დავალება, ხვალიდან ყველას ხელთ ექნება ის ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას, იმისთვის, რომ ხვალიდან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წინანდალში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველი ქვეყანა იქნება ისრაელი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და საბერძნეთთან.



გუშინ მე მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩთან სხვადასხვა ქვეყნებში, ყველას ვესაუბრებით, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. მაგალითად, როგორც ჩანს პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, კარგად მიდის მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რადგან საბერძნეთიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სასაზღვრო წერტილები, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ აღნიშნული პროტოკოლებით იხელმძღვანელონ.




„ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და აქ საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და სხვა პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა იმ ვადებში, რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად.



ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად და კიდევ ბევრი რამ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენც უკვე შეგეძლებათ, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის სააგენტოდან ეს პროტოკოლები წაიღოთ და ნელ-ნელა, ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ამ პროცესში ჩაერთოთ, იმისთვის, რომ მზადება დაიწყოთ, რადგან უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ერთდროულად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მიიღებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, გაძლიერდეს.



„მესმის, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მთავარია, რომ იმ მიმზიდველობასთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე გააჩნდა იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ტურისტული ქვეყანა, უნდა დაემატოს კიდევ ერთი წარმატებული კომპონენტი - ვირუსის ეფექტური მართვა. ქვეყანა უნდა იყოს ადაპტირებული ამასთან, უნდა შეგვეძლოს, სწრაფად გამოვავლინოთ ეს ვირუსი, სწრაფად ვუმკურნალოთ, სწრაფად ვმართოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი ცხოვრება მოგვიწევს', - განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up