„ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება, გამიგეთ? და თქვენ როდესაც მომიწოდებთ, პოპულისტურად, თქვენ რას შვებით ახლა, იცით? რა არ „მოსულა“, პირდაპირ გეუბნებით. თქვენ ადამიანებს ეუბნებით, ხალხნო, თქვენი ფული, 772 მილიონი სახელმწიფოს აგერ, უდევს და არ ხარჯავსო; თქვენ რომ დღეს კრიზისში ხართ და სამსახურები დაკარგეთ, არ გაძლევთო. მაშინ არ ეუბნებით, რომ ამ ფულის დაგროვებაში სახელმწიფოს გარდა და მათი ფულის გარდა, კომპანიების ფულიც არის, სახელმწიფოს ფულიც არის და ეს არის ქვეყნის ფინანსური მდგრადობის და ამ ქვეყანას, სოციალურად პენსიაზე ადამიანები რომ გავიდნენ, სხვა რეზერვი არ აქვს და თქვენ დღეს მე მეუბნებით, როდესაც მე კრიზისის სიღრმესაც ვერ ვაფასებ, არ ვიცი, სამ თვეში რა იქნება, ექვს თვეში რა იქნება და მეუბნებით, რომ მე დღეს ეს ფული გამოვიყენო და ამას ხალხს ეუბნებით, გაჭირვებულ ხალხს. ნუ, პოლიტიკური პოპულიზმია ახლა ეს.
ბატონმა წერეთელმა ბრძანა, ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ამხელა ჯარიმები იყო დაწესებულიო. გავიგე, პოლიტიკური პროცესია, არჩევნებია; გავიგე, არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ახლა მე რომ გპასუხობთ, იგივე უფლებები მაქვს მე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანაში დღეს, როდესაც ბეწვის ხიდზე მივდივართ, როდესაც აქეთ გვაქვს პანდემია, რომელიც არ დამთავრებულა, იქეთ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, აგერ გვაქვს პოლიტიკური პროცესი ხომ? ახლა რომ გამოდიხართ და ადამიანებს ეუბნებით, რომ 772 მლნ ლარი თქვენი ფულია დაგროვებული და ამას ახლა მთავრობა თქვენ არ გაძლევთ. მე ვთვლი, რომ არასამართლიანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი, უპასუხისმგებლობა იქნება ადამიანების პოლიტიკური და მით უმეტეს პოლიტიკოსების მოწოდება, რომ საპენსიო ფონდი დაიხარჯოს მიმდინარე ხარჯებში. ეს არ არის სწორი. არც ერთ ქვეყანას მსგავსი სისულელე, ბოდიში, არც მოუმოქმედია, არც უქნია და საერთოდ, მოწოდებაც არ ყოფილა მსგავსი, რომ საპენსიო ფონდები გავხსნათ და დავხარჯოთ ეს ფულიო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.