გიორგი გახარია - სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული

გიორგი გახარია - სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული

access_time2020-10-27 12:06:34

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში.



„დღეს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრა და მაშინ ვთქვით, რომ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამა დაიწყება და მისი დასრულება დიდი ხნით არ გადავადდება. ერთი წელი გავიდა, ჩვენ უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, რაზეც მინდა, რომ ერთად ვისაუბროთ. 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში, აქედან, 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი გახლავთ სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მონაცემი ევროპაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




რაც შეეხება წალენჯიხას, მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება.



„რაც შეეხება წალენჯიხას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული, დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სხვაობა დიდ ქალაქებს, სოფლებსა და დაბას შორის. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკული პირობები, იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა.



საქართველოს მთავრობის 2019-2021 წლების გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის შესაბამისად, ბუნებრივი აირი საქართველოს მასშტაბით 384 სოფელში შევა. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 187 დასახლებულ პუნქტში, რამაც 35 859 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება მისცა.
საქართველოს გაზიფიცირების სამუშაოებზე 2013-2021 წლებში ჯამში 659 მილიონამდე ლარი იხარჯება. გაზიფიცირების პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა განიხილავს 2022-2024 წლებში გაზიფიცირების ახალი სამწლიანი გეგმის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 211 დასახლებული პუნქტისა და 33 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up