გიორგი გახარია - სამთავრობო პროგრამა  4 ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება

გიორგი გახარია - სამთავრობო პროგრამა 4 ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება

access_time2020-12-24 20:30:00

სამთავრობო პროგრამა 4 ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სამთავრობო პროგრამის მიმართულებებს შეეხებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე, სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ დღეს ნდობა გამოუცხადა.




„მოგეხსენებათ, რთულ, არაორდინალურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ყველანი კარგად ვხვდებით, დროთა განმავლობაში, რომ კოვიდ-19 როგორც პანდემია არ არის ის პრობლემა, რომელიც 1 დღეში, 1 თვეში, ან 1 წელში მოგვარდება. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენთან იქნება საკმაოდ დიდ ხანს. კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი უკვე გახდა სტრუქტურული ეკონომიკური კრიზისი ბევრი ქვეყნისთვის, გლობალურად და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო მარტო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ამიტომ სამთავრობო პროგრამის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიდან პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკა. ეკონომიკური ნაწილის ძირითადი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება იმისთვის რომ ქვეყანას სწრაფი, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ. უამრავი რეალური ფაქტობრივი რეფორმაა დაგეგმილი საგადასახადო ნაწილში, ფისკალური ეფექტურობის გაზრდის ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვის ნაწილში და კიდევ ბევრი რამ. მეორე ნაწილი - რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვას, სოციალურ ნაწილსა და ადამიანური კაპიტალის მართვას, თავის განათლების ნაწილით. მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ - საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ოკუპაციის ნაწილი, მოგეხსენებათ, ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა და მეოთხე, ახალი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ვფიქრობ ქვეყნისთვისაც, ეს არის მმართველობითი სისტემა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში, ხომ ვხედავთ კარგად, დღეს პოლიტიკური კრიზისის შექმნის რამხელა მცდელობაა. ამიტომ საჯარო მოხელე, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური არის ფუნდამენტი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. იმისთვის, რომ როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავიანთ პარტიულ, ვიწრო ინტერესებს დააყენებენ სახელმწიფოზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საჯარო მოხელე უნდა იყოს ის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანზე და მოქალაქეზე ზრუნვა,“ - განაცხადა პრემიერმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up