გიორგი გახარია - საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნაზე, შესაძლებლობა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

გიორგი გახარია - საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნაზე, შესაძლებლობა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

access_time2020-07-02 15:12:44

მთავარი მიზანია, არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და დიდ დაფასებას, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენ განგვისაზღვრეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა „კოვიდ-19“-ის გავრცელების თვალსაზრისით.



„ეს არის მიღწევა თითოეული ჩვენი მოქალაქის, ეს არის იმ საერთო, ერთობლივი შრომის შედეგად მიღწევა, რომელიც ჩვენ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყველამ ერთად გავიარეთ. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა. ეს ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის გამო, ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, არც ერთ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და დიდ დაფასებას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენ განგვისაზღვრეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს, ასევე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რომ ევროპელი პარტნიორების მიერ განსაზღვრული შესაძლებლობის გონივრულად გამოყენება მოხდეს.



„რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ შეფასებისთვის, იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ. მოგეხსენებათ, სულ 15 ქვეყანაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, რამეთუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება რისკის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას უმოკლეს ვადაში. ამიტომ ჩვენი ევროპელი კოლეგების ეს დადგენილება, გადაწყვეტილება, ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე და ეს მუშაობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მუშაობა უნდა იყოს უკიდურესად გონივრული. ბატონო დავით, თქვენ შესაბამისი ქმედებები და ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ გონივრულად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up