გიორგი გახარია - საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია

გიორგი გახარია - საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია

access_time2019-09-08 13:28:46

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი გახარიას აზრით, საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია.

როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბიზნესი ამას მხარს დაუჭერს.

“საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ ბიზნესთან პირდაპირი, ღია, გახსნილი დისკუსია და კონუმიკაცია გვექნება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. ჩვენ საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა კონტროლისა და აღსრულების ნაწილში გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი. ეს ბიზნესის ინტერესია, რადგან თამაშის წესები უნდა იყოს ერთი და ყველასათვის. საგადასახადო დისციპლინა ეს ის მიმართულებაა, რაზეც უახლოეს პერიოდში კონცენტრირებულად გვექნება სამუშაო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მთავრობის ძირითადი პრინციპი იქნება მცირე მთავრობის პრინციპი და მეორე ძირითადი პრინციპი იქნება ეფექტურობა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის შეკითხვას, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას შეეხებოდა.


 

რაც შეეხება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროდან კვლავ გამოყოფის შესაძლებლობას, გახარიას თქმით, აღნიშნულ საკითხს სჭირდება დამატებითი მსჯელობა.

 

„ამას დასჭირდება მაქსიმუმ ორი-სამი კვირა. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს, მობრუნდება პარლამენტში და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გავაკეთოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მცირე მთავრობა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ პრინციპთან ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. თუმცა, თუ მცირე მთავრობის კომპონენტი და კრიტერიუმი მოდის წინააღდმეგობაში ეფექტურობასთან, გარკვეული დარგების მართვის ნაწილში, აქ გარკვეული კომპრომისების დაშვება შესაძლებელია. გპირდებით, რომ ვიმსჯელებ თქვენთან ერთად,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.





რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...


მსგავსი სიახლეები

up